19მაი,2018
საერთაშორისო კონფერენცია „პოსტ-საბჭოთა ქვეყნები - გამოწვევები, პერსპექტივები“
2018 წლის 19 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პოსტ-საბჭოთა კვლევების ინსტიტუტი უმასპიძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „პოსტ-საბჭოთა ქვეყნები - გამოწვევები, პერსპექტივები“. მონაწილეებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს 1 მარტის ჩათვლით.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური და მასში მონაწილეობა შეუძლიათ აპლიკანტებს სხვადასხვა აკადემიური დისციპლინებიდან, სამთავრობო უწყებებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემდეგი მიმართულებებით:
- საერთაშორისო ურთიერთობები
- უსაფრთხოების კვლევები
- რელიგიის კვლევები
- განვითარების კვლევები
- სოციოლოგია
- ეკონომიკა
- სამართალი
- განათლება