21ივნ,2018
სწავლა გაცვლითი პროგრამით პოლონეთში
დაიწყო რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე იოანე პავლე II ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი)წასვლის მსურველთათვის. კონკურსი განკუთვნილია სამართლის სამაგისტრო (პირველი კურსის) და საბაკალავრო (მე-2 და მე-3 კურსის) პროგრამის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ საბაუნის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სწავლისას მოპოვებული კრედიტები აღიარდება საბაუნიში სრულად.
სწავლა წარიმართება ინგლისურ ენაზე და სტუდენტი უნდა დრეგისტრირდეს 30 კრედიტის შესაბამის სასწავლო კურსებზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა.(არ არის სავალდებულო საერთაშორისო სერტიფიკატის ქონა)
პროგრამის ფინანსური მხარე
სტუდენტმა ფარავს შემდეგ ხარჯებს:
ა) სწავლის საფასური - არაუმეტეს საბაუნიში სწავლის სემესტრული გადასახადისა (შესაბამის სემესტრზე, სტუდენტი სწავლის საფასურს საბაუნიში არ იხდის);
ბ) ცხოვრების და მგზავრობის ხარჯები: საერთო საცხოვრებელი - 80-100 ევრო (თვეში) (მიმღები უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საცხოვრებლის საფასურისაგან სრულად გათავისუფლება), კვება: - 150 Euro (თვეში). ავია ბილეთები (დაახლოებით 250 - 300 ევრო), + დაზღვევა.
შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში, განცხადებების ინდივიდუალური განხილვის შედეგად, შესაძლებელია პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ დისკრეციულად კონკრეტული ხარჯების გაუქმება სრულად და/ან შემცირება აკადემიური მოსწრების, სოციალური მდგომარეობის თუ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სამოტივაციო წერილი
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არ არსებობის შემთხვევაში მოხდება ტესტირება უნივერსიტეტში)
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
- პასპორტის ასლი / ID
რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 ივნისის ჩათვლით. მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: sh.parunashvili@sabauni.edu.ge
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გაიმართება სტუდენტებთან გასაუბრება და მათი შერჩევა.
კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტის დეკანატს (სალომე ქარცივაძე, s.qartsivadze@sabauni.edu.ge) ან საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას (მე-4 სართული, 407 ოთახი, შორენა პარუნაშვილი, ელ.ფოსტა: sh.parunashvili@sabauni.edu.ge)
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრზე, გაცვლითი პროგრამით აღნიშნულ უნივერსიტეტში იმყოფება საბაუნის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ჯუნა ირიაული.
დაამტებითი ინფორმაცია მიმღებ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსების შესახებ იხილეთ http://www.kul.pl/course-catalogue,art_78834.html
მიმღებ უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ http://www.kul.pl/how-to-apply,art_78831.html