20ნოე,2018
STEP-ის პრეზენტაცია
სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (Student Trainee Exchange Programme - STEP) განახლებული პორტალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) გეგმავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (Sabauni), რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება შემოთავაზებული ვაკანსიების შესახებ.
შემოდგომის პორტალზე შემოთავაზებულია 281 ვაკანსია.
სრული ჩამონათვალისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს step.elsa.org
შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ:
- მიიღოთ ინფორმაცია მოცემული 281 სტაჟირების შესახებ;
- გაეცნოთ პროგრამაში მონაწილეობის პირობებს ( როგორ შევავსოთ აპლიკაცია, შერჩევის კრიტერიუმები, პროგრამის პირობები და ა.შ);
- მიიღოთ პასუხები სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (STEP) შესახებ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
დასწრება თავისუფალია.
შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 20 ნოემბერს, 16:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მარიამ უსენაშვილი
ვიცე-პრეზიდენტი სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის მიმართულებით.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი
✉ step.tbilisi@ge.elsa.org
გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
დავითი, ანი, ვახტანგი, მარიამი, მარიამი, ანა და მარიამი