06მარ,2019
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან“
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის N3
2019 წლის 6 მარტს, სულხან- საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან“. აღნიშნული კონფერენციით საბაუნი უერთდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებათა სერიას.
ნაშრომების სავარაუდო საკითხები შესაძლოა შეეხებოდეს:
• დამფუძნებელი კრების არჩევნების საარჩევნო სისტემას,
• საარჩევნო პროცესს,
• არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს,
• სააჩცევნო პროგრამებს,
• საარჩევნო კამპანიას,
• არჩევნების შედეგებს,
• დამფუძნებელი კრების შემადგენლობას,
• კრების კომისიებისა და ფრაქციების მუშაობას,
• კრების საქმიანობაში ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას,
• კრების ზოგად კანონშემოქმედებითობას,
• კრების მიერ მთავრობის კონტროლსა
• და სხვ.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 თებერვლის ჩათვლით.
საკონფერენციო ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 28 თებერვალი.
კონფერენცია ჩატარდება 6 მარტს.
ს ავტომატურად იღებენ ესეების კონკურში მონაწილე სტუდენტები.
გარდა ამისა კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შუძლია ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს.
კონფერენციის მომხსენებლებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული - რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი საპრიზო ადგილის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სხვადასხვა საჩუქრები.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.