02ოქტ,2019
Erasmus+ საინფორმაციო შეხვედრა
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
დასაწყისი:18:00 საათი
2019 წლის 2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, 404-ე აუდიტორიაში გაიმართება Erasmus+ საერთაშორისო მობილობის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და პერსონალისათვის, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია Erasmus+ ის, საერთაშორისო სტუდენტების მობილობის, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და გამოცხადებული კონკურსის შესახებ.
Erasmus+ ის გარდა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრაზე პრეზენტაციას გამართავენ გასულ წელს Erasmus+ ის მფლობელი სტუდენტები, რომლებმაც თითო სემესტრი ისწავლეს უცხოეთის უნივერსიტეტებში