23იან,2020
საზაფხულო სკოლა იტალიაში
ადგილი:გუბიო, იტალია
საბაუნის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იტალიის ქალაქ გუბიოში გამართულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც მიმდინარე წლის 6 – 10 ივლისს ჩატარდება ლუმსას უნივერსიტეტში. საზაფხულო სკოლის თემაა „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები უზურნველყოფენ სტუდენტების ცხოვრებასა და კვებას ერთი კვირის მანძილზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის ღირებულება საბაუნის სტუდენტებისათვის შეადგენს 100 ევროს. სტუდენტმა უნდა დაფაროს ასევე მგზავრობის ხარჯიც. საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის მიერ.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 23 იანვრის ჩათვლით.
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა მინიმუმ B1 დონეზე
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გადმოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია ელ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურად, საშუალოდ 300-350 სიტყვა)
- CV (ინგლისურად)
აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ მონაწილეობა მიღებული არცერთ გაცვლით პროგრამაში.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
საზაფხულო სკოლისა და პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:
საზაფხულო სკოლა ამავე თემაზე პირველად გაიმართა 2019 წლის ზაფხულში, სადაც საბაუნის ორმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იხილეთ მათი კომენტარები: