15მარ,2021
სწავლა გერმანიაში
განთავსების თარიღი:27 იანვარი, 2021 წელი
ცხადდება კონკურსი გერმანიაში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (სოციოლოგია, ფსიქოლოგია). შერჩეული კანდიდატები 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში (გერმანია).
შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას მინიმუმ 700 ევროს ოდენობით.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (შევსებული ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (Resume) (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ბარათი (პირველ ეტაპზე ქართულად, ხოლო გერმანიაში გადასაგზავნად საჭირო იქნება ინგლისურად/გერმანულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2) საერთაშორისო სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, საბაუნის ენების ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტების ტესტირებას და გასცემს შესაბამის დოკუმენტს. (ონლაინ ან ადგილზე, იმ დროისთვის არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე).
აპლიკანტებმა აღნიშნული დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნონ მათი საბაუნის მეილიდან შემდეგ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „სწავლა გერმანიაში“.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 15 მარტი - საბუთების მიღების ბოლო დღე
- 16-18 მარტი - ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
- 23 მარტი - ნომინირებული სტუდენტების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში
შერჩევის პროცესი:
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შესარჩევი კომისია გაესაუბრება აპლიკანტებს და შეარჩევს სტუდენტებს, რომელთა მონაცემები გადაიგზავნება ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში. შემდგომი საფეხურებისათვის გერმანული უნივერსიტეტი დაეკონტაქტება შერჩეულ კანდიდატებს.
სტიპენდიას გასცემს გერმანიის სახელმწიფო, საბოლოო პასუხებიც შესაბამისი ორგანოებიდან დაეგზავნებათ აპლიკანტებს.
საბოლოო პასუხები გამოქვეყნდება ივნისში.
შენიშვნა: ერთდროულად შეუძლებელია ორი სტიპენდიის ფლობა.
სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საცხოვრებელის და მგზავრობის ხარჯები მიღებული სტიპენდიიდან.
პარტნიორი უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას 250-300 ევროდ თვეში. დამატებით ინფორმაციას საცხოვრებელის შესახებ სტუდენტები მიიღებენ პირველადი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
ვრცლად ფრაიბურგში ცხოვრებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
სასწავლო კურსების ჩამონათვალი:
მიმდინარე წლის 29 იანვარს 19:30 საათზე საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გამართავს ონლაინ შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: 577347713