15მარ,2021
ვიშეგრადის სტიპენდია მაგისტრანტებისთვის
განთავსების თარიღი:26 თებერვალი, 2021 წელი
ცხადდება რეგისტრაცია ვიშეგრადის სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომელიც განკუთვნილია საბაუნის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის. სტუდენტებს შეუძლიათ ერთი სემესტრი ისწავლონ ვიშეგრადის ქვეყნების უნივერსიტეტებში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი)
მობილობის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი
სტიპენდია 2 500 ევრო სემესტრში ერჯერადად
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარე წლის 15 მარტის 11:59 საათის ჩათვლით (შუადღე, ბრიუსელის დროით).
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი უნდა იყოს გაცემული ინგლისურად ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად.
საჭირო დოკუმენტაცია.
- პასპორტი
- ნიშნების ფურცელი ან დიპლომის დანართი
- მიმღები უნივერსიტეტიდან მიღების წერილი
შერჩევას აწარმოებს ვიშეგრადის ფონდის საგანგებო კომისია. შერჩევის მთავარი კრიტერიუმია აკადემიური მოსწრება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმღები უნივერსიტეტიდან მოწვევის წერილს შეიძლება დასჭირდეს მინიმუმ ერთ კვირაზე მეტი, ამიტომ, გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება მალე.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს ან დაგვიკავშირდით (სტიპენდიის პირობები, პარტნიორი უნივერსიტეტები) დაგვიკავშირდით:
ელ ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: 577 34 77 13
საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტების სია ვიშეგრადის ქვეყნებიდან
იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტი ლუბლინში (პოლონეთი)
აკადემია იგნატიანუმი (პოლონეთი)
კარდინალ ვიშინსკის უნივერსიტეტი ვარშავაში (პოლონეთი)
იან დლუგოშჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ნიკოლა კოპერნიკის უნივერსიტეტი ტორუნში (პოლონეთი)
პონტიფიკური უნივერსიტეტი კრაკოვში (პოლონეთი)
კათოლიკური უნივერსიტეტი რუჟომბეროკში (სლოვაკეთი)
პრეშოვის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
მასარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთი)
ოლომოუცის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
პეტერ პაზმანის უნივერსიტეტი (უნგრეთი)