
21დეკ,2020
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
განთავსების თარიღი:20 ნოემბერი, 2020 წელი
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2020 წლის 20 ნოემბერს გამოაცხადა ღია კონკური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
სამართლის ფაკულტეტი:
ა) კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მიმართულებით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი; აფილირების პირობით.
ბ) საჯარო სამართლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
გ) ადმინისტრაციული სამართლის, სამეწარმეო წესრიგისა და პრივატიზების სამართლის მიმართულებით - ასისტენტის ერთი ვაკანტური ადგილი; აფილირების პირობით.
დ) საერთაშორისო კერძო სამართლის, საინვესტიციო და შრომის სამართლის მიმართულებით - ასისტენტის ერთი ვაკანტური ადგილი.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ა) თეოლოგიის მიმართულებით - პროფესორის სამი ვაკანტური ადგილი; აფილირების პირობით.
ბ) ფილოსოფიისა და რელიგიის ფილოსოფიის მიმართულებით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
გ) პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
დ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი; აფილირების პირობით.
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი:
ა) ტურიზმის მიმართულებით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი; აფილირების პირობით.
ბ) ფინანსებისა და გადასახადების მიმართულებით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი; აფილირების პირობით.
გ) მათემატიკის მიმართულებით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი; აფილირების პირობით.
დ) ადამიანური რესურსების მართვისა და ლიდერობის მიმართულებით - ასოცირებული- პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
ე) მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
თუ კანდიდატები ვერ დააკმაყოფილებენ გამოცხადებულ მოთხოვნებს ისინი ვერ აირჩევიან აკადემიურ თანამდებობებზე.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმი:
პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის თანამდეობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ბ) დამტებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- პროფესიული განვითარება;
- სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
- საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
- სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
- გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი
შენიშვნა: ქვეყანაში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიური მდგომარეობის არსებობის გამო, კონკურსანტმა მითითებული დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@sabauni.edu.ge) გამარჯვებულმა კონკურსანტებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ უნივერსიტეტში მატერიალური სახით.
შენიშვნა: უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თვისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადინისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე პირები აირჩევიან 4 წლის ვადით.
განსაზღვრულ ვაკანსიებზე წარმოსადგენია შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2020 წლის 21 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2020 წლის 25 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 30 დეკემბრამდე.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.