
18ივნ,2022
ღია კონკურსი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2022 წლის 18 ივნისიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
1.1 მედიცინის ფაკულტეტი:
დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანამანთლებლო პროგრამაზე:
ა) მედიცინის საფუძვლების მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
ბ) შინაგანი მედიცინის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 3 ვაკანტური ადგილი.
გ) შინაგანი მედიცინის მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
დ) ქირურგიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 5 ვაკანტური ადგილი.
ე) ქირურგიის მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 2 ვაკანტური ადგილი.
ვ) კლინიკური უნარების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
ზ) კლინიკური უნარების მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
თ) კვლევის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 2 ვაკანტური ადგილი.
ი) ჯანდაცვის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
კ) ჯანდაცვის მიმართულებით - ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი.
თუ კანდიდატები ვერ დააკმაყოფილებენ გამოცხადებულ მოთხოვნებს ისინი ვერ აირჩევიან აკადემიურ თანამდებობებზე.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმები:
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის); ასისტენ-პროფესორის პროფესიული ნიშნით არჩევის შემთხვევაში უნდა დააკმაყოფილოს შემდეი კრიტერიუმები: არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება, რაც დაკავშირებულია მედიცინის დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (შეთავაზებული სასწავლო კურსების შესაბამისი მიმართულებით); უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მედიცინის მიმართულებით პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა.
ბ) დამტებითი კრიტერიუმები:
- შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხედვა და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება (გარდა ასისტენტის აკადემიური თანამდებობისა)
- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- პროფესიული განვითარება;
- სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
- საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
მედიცინის ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების განხორციელების გამოცდილება.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია (ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშროემების/პუბლიკაციების სია);
ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფეისული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ)ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
შენიშვნა: უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თვისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადინისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ასისტენტ-პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 წლის ვადით.
განსაზღვრულ ვაკანსიაზე წარმოსადგენია შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2022 წლის 19 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისიამ მუშაობა (საბუთების გადარჩევა, საკონკურსოს კომისიასთან გასაუბრება და იმიტირებული ლექციის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში) განახორციელოს 2022 წლის 26 ივლისიდან.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 29 ივლისამდე
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.