
02ივნ,2022
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2022 წლის 02 ივნისიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ა) თეოლოგიის მიმართულებით, ასისტენტ-პროფესორის 3 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
თუ კანდიდატები ვერ დააკმაყოფილებენ გამოცხადებულ მოთხოვნებს ისინი ვერ აირჩევიან აკადემიურ თანამდებობებზე.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ა) ძირითადი კრიტერიუმი:
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი
ბ) დამტებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- პროფესიული განვითარება;
- სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
- საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
- სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
- გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი
შენიშვნა: უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თვისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადინისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ასისტენტ-პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 წლის ვადით.
განსაზღვრულ ვაკანსიაზე წარმოსადგენია შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2022 წლის 04 ივლისიდან 07 ივლისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისიამ მუშაობა განახორციელოს 2022 წლის 11 ივლისიდან.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 15 ივლისამდე
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.