ვანო ტატულაშვილი
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ვანო ტატულაშვილი, საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, 2019-2020 აკადემიური წელი გაცვლითი პროგრამით ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაიარა.
“შანსი, რომელიც საბაუნიმ მომცა, მესწავლა პოლონეთის უმშვენიერეს ქალაქ ლუბლინში, იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KUL) იყო განსხვავებული გამოცდილება ჩემს, როგორც პირად, ისე აკადემიურ ცხოვრებაში.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიმეღო განსხავებული გამოცდილება. KUL-ში სწავლის პირველივე დღიდან სწავლების მეტად ინტერაქტიულმა სტილმა ჩემი მოლოდინები ერთი ორად გაამართლა. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სწავლების სტილი, რომელსაც სათავეში ამერიკელი პროფესორი, დილაინ სვენსონი უდგას, ძალიან განსხვავებული და მეტად პრაქტიკულია. საგანმანათლებლო კურსების ფარგლებში მონაწილეობა მივიღე, როგორც იმიტირებულ პროცესებში, ისე სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემების განხილვის პრაქტიკულ დავალებებში, რამაც გარკვეულ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჩამომიყალიბა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლექტორებსა და სტუდენტებს შორის არაფორმალური ურთიერთობები, რომელიც სტუდენტის პიროვნული თვისებების განვითარებასა და დახვეწაში დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, ერთ-ერთი საგნის სასწავლო კურსის ფარგლებში მოვინახულეთ სხვადასხვა ქალაქი, ლექტორთან ერთად გავმართეთ ძალიან სასიამოვნო და სახალისო საღამო რომელიც, რა თქმა უნდა აკადემიურ შინაარსსაც მოიცავდა, რაც პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, ძალიან წაგვადგა. გავეცანი არაერთი ქვეყნის კულტურას და როგორც იურისტმა, პირადად მოვისმინე ამ ქვეყნების წარმომადგენელთაგან მათი სამართლებრივი სისტემების სისუსტეებისა და ძლიერი მხარეების შესახებ, რამაც ვფიქრობ, განმივითარა ის ობიექტური შეხედულება ჩვენი იურიდიული სამყაროს მიმართ, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან გამომადგება“.