მარიამ კუტალაძე
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი(საფრანგეთი)
მარიამ კუტალაძე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე. მან 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში, ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაიარა.
„მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ჩემი წასვლით ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლებოდა, ნამდვილად გამართლდა. უცნაური შეგრძნებაა, ერთ დღეს რომ იღვიძებ სხვა რეალობაში, სხვა ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, მარტო. ვიცოდი რომ რამდენადაც დიდი იყო გამოწვევა, იმდენად დიდი გამოცდილება იქნებოდა, რაშიც არ შევმცდარვარ.
სიმართლე რომ ვთქვა, წასვლამდე არ მქონია არანაირი განსაკუთრებული მღელვარება, რაც ლიონში გადასვლას უკავშირდებოდა იმიტომ, რომ ჩემთვის არ იყო პირველი შემთხვევა, დროებით საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლის, ამიტომ ყველა მოსალოდნელი სირთულისთვის მეტ-ნაკლებად შემზადებული ვიყავი წინასწარვე. ერთადერთი რაც მანერვიულებდა, ჩემი ოჯახის და მეგობრების გარეშე ყოფნა იყო. თუმცა ყველა იმ ადამიანმა მოახერხა ჩემი მონახულება, ვის გარეშეც, ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა იქ ცხოვრება.
ძალიან საინტერესო და უჩვეულო სემესტრი მქონდა. მგონი, პირველად, ჩემი სტუდენტობის ისტორიაში, არ ვნერვიულობდი იმაზე, თუ როგორ მოვახერხებდი სწავლას და მუშაობას ერთდროულად. ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა საგანი ინტენსიური კურსის სახით იყო წარმოდგენილი, უფრო მეტ თავისუფლებას იძლეოდა და არც ე.წ. „საგამოცდო მესი“ მიგრძვნია. ლიონში სწავლამ ბევრ ისეთ სფეროზე შემიქმნა წარმოდგენა, რასთან შეხებაც საქართველოში არასდროს მქონია. როგორც ველოდი, გადაწყვეტილების მიღებაშიც დამეხმარა, რა მიმართულებით მინდა პროფესიული განვითარება.
ადრეც აღვნიშნე, რომ საფრანგეთში სტუდენტის სტატუსის მქონე პირი უფრო მეტადაა პრივილეგირებული, ვიდრე საქართველოში. საფრანგეთში სტუდენტს საშუალება აქვს, უფრო მეტი სერვისით ისარგებლოს, ვიდრე ეს საქართველოშია შესაძლებელი, ეხება ეს სოციალურ პაკეტებს, კულტურულ, სპორტულ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სემესტრისგან მივიღე, ცხოვრების ახალი სტილია, რაც ბევრ ასპექტში ვლინდება, რომ აღარაფერი ვთქვა იმ ცოდნაზე, რომლის მიღების საშუალებაც გვქონდა ძალიან მაღალი დონის პროფესორებისგან და, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონტაქტები.
ალბათ, ყველაზე დიდი ბენეფიტი ჩემთვის ამ ქვეყნის კულტურასთან და ცხოვრების ახალ წესთან დაახლოება იყო, პრობლემებთან დაპირისპირება და მათთან მარტო გამკლავება, რის საშუალებასაც, ხშირ შემთხვევაში მშობლიურ გარემოში ყოფნა არ გვაძლევს.
Erasmus+ არის უნიკალური შანსი საიმისოდ, რომ გავიცნოთ, გავზარდოთ და დავიწყოთ საკუთარი თავის გამოწვრთნა ევროპული, ე. ი. სწორი ღირებულებებით.“