მაკა ბენაშვილი
კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
მაკა ბენაშვილი, საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობით პოლონეთში, კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტში გატარებული დღეები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აერთიანებს. უნივერსიტეტი საინტერესო იყო მისი, როგორც გარემო/ინფრასტრუქტურის, ასევე რაც მთავარია, ლექტორებისა და სტუდენტების კუთხით. საინტერესო იყო მასპინძელი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მკითხველს მრავალფეროვან სივრცეს სთავაზობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ არსებობს მთელი რიგი მსგავსებები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და პონტიფიკურ უნივერსიტეტს შორის. მაგალითად, სტუდენტზე ორიენტირებული პოლიტიკა, აუდიტორიების ტექნოლოგიებით აღჭურვა და ა.შ. შთამბეჭდავი იყო დარგობრივი ლაბორატორიები, მათი ინფრასტრუქტურა“ - მაკა ბენაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბენაშვილმა ლექციები ჩაატარა პოლონელი სტუდენტებისათვის. ასევე, შეხვდა კოლეგებს და სამომავლო გეგმებით დაბრუნდა საბაუნიში.
„პოლონეთში ვიზიტის განმავლობაში ჩემს მიერ ჩატარებული ლექცია-სემინარები ძირითადად დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს თავიანთი მოსაზრებების გაზიარების საშუალება ჰქონდათ. საინტერესო იყო მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან დისკუსიაც, რომლის დროსაც ერთმანეთს, დარგისა და სხვადასხვა თემატიკის შესახებ გამოცდილება გავუზიარეთ. მობილობის შემდეგ დავბრუნდი ახალი კონტაქტებითა და უფრო მეტად მოტივირებული ვაკეთო ჩემი საქმე“ - მაკა ბენაშვილი.