მზია ჯამაგიძე
სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
2024 წლის 15 – 19 აპრილს სალამანკას პონტიფიკურმა უნივერსიტეტმა პერსონალის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური კვლევის, დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერი, მზია ჯამაგიძე. მზია ესპანეთში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა.
საერთაშორისო კვირეულის თემა იყო “გაციფრულება საუნივერსიტეტო კონტექსტში” და მასში მონაწილეობდა 50- ზე მეტი უცხოელი კოლეგა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ხუთი დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოცდილებას, გაეცნოთ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.
“სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობამ გარკვეული გამოცდილება შემძინა, ერთი მხრივ, როგორც საბაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რადგან გავეცანი არაერთი უნივერსიტეტის გამოცდილებას დიჯიტალიზაციის მიმართულებით; მქონდა საინტერესო შევხვედრები კვლევების მიმართულებით სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის პრორექტორთან და ასევე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან. გამოცდილებებისა და მოსაზრებების ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად, გარკვეული სიახლეებიის გასაცნობად და მათ დასანერგად; ამავდროულად, ვიზიტმა შესაძლებლობა მომცა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლებლობები განგვეხილა სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან“ - მზია ჯამაგიძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან 2022 წლიდან თანამშრომლობს Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში.