თამთა თავართქილაძე
სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
2024 წლის 15 – 19 აპრილს სალამანკას პონტიფიკურმა უნივერსიტეტმა პერსონალის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სპეციალისტი, თამთა თავართქილაძე. თამთა ესპანეთში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა.
საერთაშორისო კვირეულის თემა იყო “გაციფრულება საუნივერსიტეტო კონტექსტში” და მასში მონაწილეობდა 50- ზე მეტი უცხოელი კოლეგა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ხუთი დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოცდილებას, გაეცნოთ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.
„საინტერესო გამოცდილება იყო ბევრი მხრივ, ჩართული ვიყავი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფებსა და დისკუსიებში, შევხვდი სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და გავეცანი მათ საქმიანობას. შეხვედრებზე აღმოვაჩინეთ რომ ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე იგივე გამოწვევები აქვთ როგორც ჩვენ და ვფიქრობ ამ მიმართულების გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისთვის საინტერესო იყო“ - თამთა თავართქილაძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან 2022 წლიდან თანამშრომლობს Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში.