თამთა ყენია
იან დლუგოშჩის უნივერსიტეტი ჩესტოხოვაში (პოლონეთი)
მიმდინარე წლის 3-6 ივნისს, საბაუნის აფილირებული ასისტენტი, თამთა ყენია Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით, იან დლუგოშჩის უნივერსიტეტს სტუმრობდა ჩესტოხოვაში.
პროგრამის ფარგლებში თამთა ყენიამ პოლონელი სტუდენტებისათვის ლექციები წაიკითხა, შემდეგ თემებზე: ჯანდაცვის სამართლებრივი და ეთიკური პრინციპები, პაციენტის უფლებები და პასუხისმგებლობა, ჯანდაცვის სისტემების შედარება სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, ბიოეთიკა და გადაუდებელი მდგომარეობები.
„მობილობისას მიღებული გამოცდილება ჩაუნაცვლებელია, შესაძლებლობა მომეცა საკუთარი ძალები მომესინჯა ახალი გამოწვევის დაძლევაში, რაც ვფიქრობ, მომავალში ჩემს აკადემიურ საქმიანობას კონკურენტუნარიანს გახდის" - თამთა ყენია.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Erasmus+ სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის პროგრამაში 2015-2016 სასწავლო წლიდან მონაწილეობს და დღემდე რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა და პერსონალმა ისარგებლა პარტნიორ უნივერსიტეტებში მობილობის პროგრამით.