• ვიდეო გალერეა
  • info@sabauni.edu.ge
  • EN
  • GE
შესვლა
Logo
  • ჩვენ შესახებ
    • უნივერსიტეტი
      • რექტორის მიმართვა
      • ისტორია
      • მისია და ხედვა
      • სიმბოლიკა
      • სტრატეგიული გეგმა
      • ბიუჯეტი
      • სტრუქტურა
      • დოკუმენტები
      • ავტორიზაცია/აკრედიტაცია
      • პროგრამების კატალოგი
      • ანგარიშები
      • სტატისტიკა
    • პერსონალი
      • აკადემიური პერსონალი
      • ადმინისტრაცია
      • დასაქმება
      • სიახლეები
    • პროფესიული განვითარების ცენტრი
      • ცენტრის შესახებ
      • სიახლეები
    • ბიბლიოთეკა
      • საქმიანობა და ფუნქცია
      • სერვისები
      • ელექტრონული კატალოგი
      • სამეცნიერო ბაზები
      • სასარგებლო ბმულები
      • სიახლეები
  • აბიტურიენტებისთვის
    • რატომ საბაუნი
    • სიახლეები
    • მიღება
    • აბიტურიენტებისთვის - პროგრამები
      • ბიზნესის ადმინისტრირება
      • ტურიზმი
      • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
      • სამართალი
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • ფსიქოლოგია
      • პოლიტიკის მეცნიერება
      • სოციოლოგია
      • თეოლოგია
    • ორბელიანის აკადემია
      • პროექტის შესახებ
    • ღია კარის დღეები
    • საბაუნის ენების ცენტრი
  • სტუდენტებისთვის
    • სტუდენტური ამბები
    • გზამკვლევი
      • აკადემიური კალენდარი
      • საკონსულტაციო ცხრილი
      • დასაქმება/სტაჟირება
      • უცხოელი სტუდენტებისთვის
      • საპროექტო განაცხადი
    • მაგისტრატურა
    • სტუდენტურ საქმეთა სამსახური
    • სტიპენდიები
    • სტუდენტური სერვისები
      • სტუდენტური პროექტები
      • სხვა სერვისები
      • კამპუსი
      • ინფრასტრუქტურა
    • თვითმმართველობა
  • ფაკულტეტები
    • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
    • სამართალი
    • ბიზნესი და ტექნოლოგიები
    • თეოლოგიის ფაკულტეტი
    • სადოქტორო სკოლა
  • ინტერნაციონალიზაცია
    • სიახლეები
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • კონკურსები და სტიპენდიები
    • თანამშრომლობა
      • საერთაშორისო ქსელები და ასოციაციები
      • პარტნიორები
    • Erasmus +
      • Erasmus + ის შესახებ
      • გაცვლითი პროგრამა KA107
    • საერთაშორისო სტუდენტები
      • მიღება
      • პროგრამები
      • კონტაქტი
    • FUCE სასწავლო გრანტი
      • FUCE სასწავლო გრანტის შესახებ
      • მონაწილეობის პირობები
      • საჭირო დოკუმენტაცია:
    • სწავლა უცხოეთში
      • გაცვლითი პროგრამები
      • საზაფხულო სკოლები
    • პროექტები
    • შთაბეჭდილებები
      • სტუდენტები
      • პერსონალი
  • კვლევა
    • სიახლეები
    • კვლევითი საქმიანობა
    • ინსტიტუტები
      • დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
      • დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი
      • მიშელ მუსხელის ინსტიტუტი
      • ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრი
      • თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი
      • განვითარების კვლევების ინსტიტუტი
    • გამოცემები
      • წიგნები
      • ჟურნალები
    • პერიოდული გამოცემები
      • ორბელიანი
      • განვითარების კვლევების ჟურნალი
      • დიალოგი
      • სამართლის მეთოდები
  • covid-19
    • covid-19

პროექტის შესახებ

  • მთავარი
  • ფაკულტეტები
  • ბიზნესი და ტექნოლოგიები
  • ბიზნესის მხარდასაჭერად
  • პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

ახალი კორონავირუსის შედეგად საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოები უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ზოგიერთი დაიხურა, ზოგს კი სერიოზული  ეკონომიკური თუ ფინანსური პრობლემა შეექმნა .

ასეთ რთულ პირობებში ბევრი საწარმოსათვის შესაძლოა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაცია,, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ ამის საშუალება არ აქვთ.

კერძოდ, საუბარია, ერთი მხრივ, სამართლებრივ მომსახურებაზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების შეფერხების პროცესში. მეორე მხრივ პანდემიამ აჩვენა, რომ ბიზნესის კეთების არსებული, ტრადიციული გზა სათანადოდ აღარ მუშაობს და საჭიროა მისი დივერსიფიცირება, ახალი სტრატეგიის შემუშავება, ახალი ბაზრების ათვისება, თუმცა განსაკუთრებით მცირე საწარმოებს საკუთარი ბიზნესპროცესების მოდიფიცირების ნაკლების შესაძლებლობა აქვთ.

მცირე და საშუალო საწარმოების დიდი ნაწილისათვის ნომერ პირველი ამოცანა თვითგადარჩენაა და ამიტომ სამომავლო განვითარებაზე ფიქრის და, მით უმეტეს, ამაში თავიანთი მწირი ფინანსური რესურსების დახარჯვის შესაძლებლობა არ აქვთ.

პროექტის არსი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საწარმოებს სთავაზობს მხარდაჭერის პროგრამას.  რაც გულისხმობს:

  • სამართლებრივი გარემოს შესწავლა
  • სრული სამართლებრივი ექსპერტიზა
  • სამართლებრივი დოკუმენტების/ხელშეკრულებების მომზადება
  • ბიზნესგარემოს შესწავლა
  • ბიზნესის ადმინისტრირება და ორგანიზაციული გამართვა
  • ბიზნეს სტრატეგიის ანალიზი და გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა
  • გაყიდვების პოლიტიკის ანალიზი

პროექტის ფარგლებში, ნებისმიერი საწარმო, რომელიც მიმართავს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, ზემოაღნიშნულ მომსახურებას მიიღებს სრულიად უფასოდ.

პროექტის მიზნები

პროექტს აქვს ორი ძირითადი მიზანი:

  1. საქართველოში არსებული საწარმოების გაძლიერება მათი დახმარების გზით. საწარმოები, რომელთაც აქამდე არ აქვთ კვალიფიციური იურისტის დაქირავების საშუალება, ვერ ახერხებს ან არც იცის ბიზნესსტრატეგიის შემუშავება, გაუჩნდება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ შეივსოს ეს დანაკლისი. შედეგად, საქართველოში თანდათან გაიზრდება იმ საწარმოების რაოდენობა, რომელთაც მოგვარებული აქვთ საწარმოს სამართლებრივი მხარე (დოკუმენტები, ხელშეკრულებები და სხვა), აქვთ საკუთარი ბიზნესსტრატეგია და ბიზნესის კეთების სამომავლო ხედვა. ეს ყველაფერი კი გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში.
  2. საბაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. საბაუნის სტუდენტები და კურსდამთავრებულები უშუალოდ ჩაერთვებიან ცოცხალ პროცესში და მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას. ეს არ იქნება იმიტირებული პროცესი ან ე.წ. იმიტირებული ბიზნეს შემთხვევებზე თეორიული მსჯელობა., არამედ იქნება არსებული, „ცოცხალი“ საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მისი გაჯანსაღება, მათი პრობლემების შესწავლა და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების დასახვა, რაც მათგან მოითხოვს პროფესიული ცოდნისა და უნივერსიტეტში შეძენილი უნარების სრულად გამოვლენას.

პროექტის ადმინისტრირება

პროექტის განხორციელების მიზნით საბაუნიში შეიქმნება ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრი საბაუნის სამართლისა და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე, რომელიც უხელმძღვანელებს ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს.

 ფუნქციები:

  • საწარმოების შერჩევა
  • ბიზნესის მხარდაჭერის მომსახურებით დაინტერესებული საწარმოების რეესტრის წარმოება
  • ბიზნესის მხარდაჭერის მომსახურებაში  მონაწილეობით დაინტერესებული პერსონალის რეესტრის წარმოება
  • ბიზნესის მხარდაჭერის პროცესის ადმინისტრირება
  • ყოველ კონკრეტულ შემთვევაში მენტორი ლექტორების განსაზღვრა
  • პროექტის განმახორციელებელი პერსონალის განსაზღვრა
  • პროცესის  მონიტორინგი
  • პროექტის შედეგების ანალიზი
  • პროექტის სტატისტიკისა და საერთო ანგარიშის შედგენა

ბიზნესის მხარდაჭერის განხორციელების პროცესი

  • პროექტში ჩართვით დაინტერესებულ საწარმოსთან საბაუნი აფორმებს მემორანდუმს.
  • ბიზნესის მომსახურებას განახორციელებენ საბაუნის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები.
  • მემორანდუმის საფუძველზე საწარმოს კონსულტირების მიზნით, როგორც წესი, შეირჩევა 2 პირი - 1 სამართლის და 1 ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტიდან.
  • მომსახურების განმახორციელებელ პირებს განესაზღვრებათ თითო ხელმძღვანელი ლექტორი მიმართულების მიხედვით.
  • მომსახურების  განმახორციელებელი პირები მენტორ ლექტორთან ერთად განსაზღვრავენ სამოქმედო გეგმას.
  • საწარმოს კონსუტაციის პირველი ეტაპი იქნება არსებული სიტუაციის შესწავლა, სამართლებრივი და ბიზნეს ანალიზის გაკეთება.

სიტუაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და საჭიროებების შესაბამისად, ადვოკატირების განმახორციელებელი პირები თავიანთ მენტორ ლექტორთან შეთანხმებით შეადგენენ საწარმოს სამართლებრივი და ბიზნესრეაბილიტაციის გეგმას და თანმიმდევრულად დაეხმარებიან საწარმოს არსებული პრობლემების დაძლევაში.

მომსახურების პროცესის ხანგრძლივობის საშუალო ვადაა 3 თვე, თუმცა ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს საჭიროების მიხედვით.

მომსახურება ხორციელდება მხოლოდ ამ პროექტით განსაზღვრულ ფარგლებში და არ მოიცავს დამატებით მომსახურებას, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო წარმომადგენლობა, საშემფასებლო მომსახურება, პლატფორმების შექმნა და სხვა.

პროექტის შედეგები

პროექტი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, არამედ იქნება პერმანენტული. ყოველწლიურად ათობით მცირე და საშუალო საწარმო უფასოდ მიიღებს შესაბამის მომსახურებას სამართლებრივი, აგრეთვე ბიზნესის ადმინისტრირებისა და დაგეგმვის კუთხით.

საბოლოო ჯამში, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო კომპანიების ფუნქციონირებას და მცირედ წვლილს  შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

  • პროექტის შესახებ
  • სიახლეები
logo
  • გზამკვლევი უცხოელი სტუდენტებისთვის
  • რეკვიზიტები
  • კონტაქტი
  • წიგნები
  • საიტის რუქა
  • მაგისტრატურა
  • აკადემიური კალენდარი
  • პროგრამები
  • ბატონიშვილის ბიბლიოთეკა

Copyright © 2020 | Created By Integral Web Studio.