პროექტები
საერთაშორისო პროექტები, კვლევითი გრანტები და მობილობა:
პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით, უნივერსიტეტი პერსონალს სთავაზობს კვლევით (საერთაშორისო და ადგილობრივი) გრანტებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლო მობილობასა და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას. კვლევითი გრანტების და აკადემიური მობილობის კონკურში უპირატესობა ენიჭება აფილირებულ პერსონალს. კანდიდატების შერჩევა წარმოებს ღია კონკურსის წესით გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. ინფორმაცია კონკურსის შესახებ ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რექტორის სამართლებრივი აქტით დგინდება საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, კონკურსის ჩატარების ვადით.
ამ ეტაპზე აქტიურია კვლევითი გრანტი ECHO AUTISM - რომელიც ინიცირებულია პარტნიორი უნივერსიტეტის (ჟეშოვის უნივერსიტეტი) მიერ, და ჩართულია უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა (კამელიელთა სამედიცინო ცენტრი), სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტიდან: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მედიცინის ფაკულტეტი ( სამი პროფესორი).