20სექ,2021
Erasmus+ ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
ცხადდება რეგისტრაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი). კონკურსი განკუთვნილია საბაუნის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის (ორივე საფეხური).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- სტუდენტს ჰქონდეს აქტიური სტატუსი
- არ ჰქონდეს ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტში
- საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის შემთხვევაში, სტუდენტს დასრულებული ჰქონდეს მინიმუმ ერთი წელი. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში, მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტს მოუწევს დამატებითი სემესტრის აღება.
მობილობა განხორციელდება 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრზე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე 2021 წლის 20 სექტემბრამდე (11 საათი ესპანური დროით).
მობილობის ხანგრძლივობა 5 თვე (ერთი სემესტრი) და სრულად დაფინანსებულია ევროკომისიის პროგრამის Erasmus+ მიერ. სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით. მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მგზავრობის ხარჯით.
საჭირო დოკუმენტაცია:
- ფოტო
- პასპორტი
- CV europass ფორმატით (https://europass.cedefop.europa.eu/es/documents/curriculum-vitae)
- სარეკომენდაციო წერილი
- ნიშნების ფურცელი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისო სერტიფიკატი / ან საბაუნის ენების ცენტრის მიერ გაცემული დონის განმსაზღვრელი დოკუმენტი).
- ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება
- სამოტივაციო წერილი
- ეკონომიკურად ან სოციალურიად დაუცველი ოჯახიდან სტუდენტების შემთხვევაში, ოფიციალური ცნობა
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტის შემთხვევაში, ოფიციალური ცნობა
- Declaration of compliance with tax and national insurance obligations in the matter of grants. ცნობა შესაძლებელია ჩამოტვირთოთ პლატფორმიდან და ხელი უნდა მოაწეროს აპლიკანტმა.
შერჩევის პროცესი
აპლიკანტების შერჩევა ხდება სამ ეტაპად, გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების მიერ.
შეფასების კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება 60%
- მოტივაცია 20%
- სასწავლო სფეროს რელევანტურობა - 20%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან.
არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, არ განიხილება.
საბოლოო პასუხს შესარჩევ კანდიდატებთან დაკავშირებით იღებს ვალიადოლიდის უნივერსიტეტი
ვალიადოლიდის უნივერსიტეტის შემოთავაზებული კურსები
პორტალზე დარეგისტრირებამდე, გთხოვთ კონსულტაცია გაიაროთ ფაკულტეტებთან (ასარჩევ საგნებთან დაკავშირებით) და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერთან (ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით).
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში, შემდეგ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge; sh.parunashvili@sabauni.edu.ge
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 7 სექტემბერს, 16:00 საათზე ონლაინ, Hangout Meet ის პლატფორმაზე. დაინტერესებულ პირებს დასწრება შეუძლიათ შემდეგ ბმულზე გადასვლით.