
18ოქტ,2022
კოპერნიკუს ბერლინის სტიპენდია სტუდენტებისათვის
International Excellence Scholarship Program (IES) არის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს ერთი სემესტრის ბერლინში გატარების საშუალებას. ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მიმართულების სტუდენტს. პროგრამის ფარგლებში მათ ექნებათ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა გერმანიის ისეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში, როგორებიცაა- ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინის ეკონიმიკისა და სამართლის სკოლა (შიონებერგის კამპუსი) და პოტსდამის უნივერსიტეტი. სწავლების პერიოდში შერჩეული სტიპენდიანტები აქტიურად ჩაერთვებიან ასოციაციის საქმიანობაში, კულტურული ღონისძიებებისა და შეხვედრების მეშვეობით გაიცნობენ გერმანულ კულტურას, ასევე მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან IES პროგრამის თანმხლებ განმავითარებელ აქტივობებში.
პროგრამის მონაწილეებს უხელმძღვანელებს გამოცდილი გუნდი. ასევე, იმისათვის, რომ საერთაშორისო სტუდენტების ბერლინთან ადაპტირება სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს, სტიპენდიანტები მიიღებენ მაღალკვალიფიციურ დახმარებას, პირველი შეხვედრების დროს მათ მხარს დაუჭერენ მენტორებიც.
სტიპენდია
კოპერნიკუს ბერლინი IES პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიის სამ შესაძლებლობას: სრული სტიპენდია, ნაწილობრივი სტიპენდია პლუსი, ნაწილობრივი სტიპენდია.
1) სრული სტიპენდია ფარავს:
- ყოველთვიურ ჯიბის ფულს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს;
- კოპერნიკუს ბერლინი სრულად ფარავს: საცხოვრებლის, უნივერსიტეტში ჩარიცხვის, პასუხისმგებლობის დაზღვევის, საგანმანათლებლო მოგზაურობის, სოციალური შეხვედრების, ადმინისტრაციის, მისასალმებელი (welcome) პაკეტის, კულტურული ღონისძიებების, საერთაშორისო სემინარების, კონსულტაციების, მენტორინგის და სემინარების ხარჯებს.
შენიშვნა: მოგზაურობის ხარჯები დაფინანსებული არ არის.
2) ნაწილობრივი სტიპენდია პლუსი ფარავს:
- ყოველთვიურ ჯიბის ფულს;
- საცხოვრებლის, უნივერსიტეტში ჩარიცხვის, პასუხისმგებლობის დაზღვევის, საგანმანათლებლო მოგზაურობის, სოციალური შეხვედრების, ადმინისტრაციის, მისასალმებელი (welcome) პაკეტის, კულტურული ღონისძიებების, საერთაშორისო სემინარების, კონსულტაციების, ზედამხედველობის და ვორქშოფების ხარჯებს;
შენიშვნა: მოგზაურობის ხარჯები და ჯანმრთელობის დაზღვევა დაფინანსებული არ არის;
3) ნაწილობრივი სტიპენდია მოიცავს შემდეგ ბენეფიტებს:
- ყოველთვიური ჯიბის ფული;
- უნივერსიტეტში ჩარიცხვის, პასუხისმგებლობის დაზღვევის, საგანმანათლებლო მოგზაურობის, სოციალური შეხვედრების, ადმინისტრაციის, მისასალმებელი(welcome) პაკეტის, კულტურული ღონისძიებების, საერთაშორისო სემინარების,კონსულტაციების, ზედამხედველობის და ვორქშოფების ხარჯებს;
შენიშვნა: მოგზაურობის ხარჯები და ჯანმრთელობის დაზღვევა დაფინანსებული არ არის;
ორი თვის საცხოვრებლის ხარჯები(1650 ევრო) უნდა გადაიხადოს სტიპენდიანტმა, ხოლო დანარჩენს კოპერნიკუს ბერლინი დაფარავს;
სწავლა უნივერსიტეტში
სტიპენდიის მფლობელები ადგილს მიიღებენ ბერლინის თავისუფალ უნივრსიტეტში ან ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. სასწავლო პროგრამა გრძელდება მხოლოდ 1 სემესტრი.
ზამთრის სემესტრი იწყება 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან და სრულდება ამავე წლის 31 მარტს.
ზაფხულის სემესტრი იწყება პირველ აპრილს და მთავრდება 30 სექტემბერს.
სტაჟირება
სტაჟირება არის IES პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილების უზრუნველყოფასა და პროფესიული უნარების განვითარებას. კოპერნიკუს ბერლინის გუნდი პროგრამის განმავლობაში ამ კუთხითაც უწევს კონსულტაციას სტუდენტებს, სტიპენდიანტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება უშუალოდ COPERNICUS BERLIN-შიც გაიარონ. ამას გარდა, სავალდებულობა, რომ IES პროგრამის ფარგლებში, სტუდენტმა მინიმუმ 8-კვირიანი სრული განაკვეთის სტაჟირება გაიაროს.
საცხოვრებელი
IES პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიანტები განთავსდებიან Copernicus Berlin-ის ბინაში, ბერლინის შუაგულში, მათ უზრუნველყოფილი ექნებათ ერთ ან ოთახიანი საცხოვრებელი სამუშაო მაგიდით, კარადით და ინტერნეტით.
რას უნდა ელოდოს სტუდენტი?
- დაუვიწყარი თავგადასავლები გერმანიაში;
- გერმანული და ინგლისური ენის გაუმჯობესება;
- პიროვნული და პროფესიული განვითარება;
- ინტერკულტურული კომუნიკაცია;
- მხარდაჭერა სტიპენდიის მიღებამდე და სტიპენდიის მიღების შემდეგ;
- მეგობრების შეძენა, ნეთვორქინგი;
- აკადემიური ცოდნის გაღრმავება;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
- ახალი შესაძლებლბები სტიპენდიის შემდეგ;
- საგანმანათლებლო მოგზაურობა;
მოთხოვნები
- აუცილებელია აქტიური სტუდენტის სტატუსი
- სტიპენდიის დაწყების დროს კანდიდატი უნდა იყოს რომელიმე აკადემიური საფეხურის სტუდენტინ(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);
- სტიპენდიის დაწყების დროს კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 28 წელს;
- გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის დონე უნდა შეესაბამებოდეს სულ მცირე B1-ს;
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი
- სრული ქრონოლოგიური რეზიუმე(CV) კანდიდატის ფოტოსურათთან ერთად. რეზიუმე არ უნდა აჭარბებდეს ერთ გვერდს და დაწერილი უნდა იყოს ქრონოლოგიურად გერმანულ ან ინგლისურ ენაზე;
- ნიშნების ფურცელი სკოლიდან ორიგინალ ენაზე(ატესტატი);
- )ყოველსემესტრული ნიშნების ამონაწერი უნივერსიტეტიდან. შენიშვნა: მხოლოდ პირველსემესტრელ სტუდენტებს შეუძლიათ ატვირთონ უნივერსიტეტში ჩარიცხვის სერთიფიკატი ორიგინალ ენაზე ნაცვლად უნივერსიტეტის ნიშნებისა.
განაცხადისთვის არ არის საჭირო გერმანული ან ინგლისური ენის სერთიფიკატი. თუ განაცხადი სრული და დამაჯერებელია, შერჩევის კომიტეტი გასაუბრებისას შესაბამისად შეაფასებს ენის ცოდნას.
აპლიკაციის პროცედურა
სააპლიკაციო პროცესი მოიცას სამ ეტაპს:
რეგისტრაცია:
1. აპლიკაციის ფორმის ონლაინ შევსება არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა (2023 წლის ზამთრის სემესტრისთვის)
შენიშვნა: შერჩევის შემდეგი ეტაპის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ
2. დავალების ეტაპი:
შერჩეულ კანდიდატებს შესასრულებლად მიეცემათ გარკვეული დავალებები YouTube არხზე განთავსებული სასწავლო დავალების ჩათვლით;
შენიშვნა: შერჩევის შემდეგი ეტაპის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ
3. ინტერვიუს ეტაპი
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ონლაინ ინტერვიუს Skype-ის მეშვეობით;
დამატებითი ინფორმაციისათვის, დააკლიკეთ აქ
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
tel.: +995 32 242 22 42/115