17დეკ,2018
საბაუნის სტუდენტები ნატოს სამეკავშირეო ოფიცერმა დააჯილდოვა
17 დეკემებრს საბაუნის სტუმრად ეწვია ნატოს სამეკავშირეო ოფიცერი გინტარას ბაგდონანსი.
მან საბაუნის სტუდენტებს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავჯდომარე, პროექტის კოორდინატორ ნატო ბაჩიაშვილთან და პროექტის ექსპერტ, საბაუნის ლექტორ არინა თავაქარაშვილთან ერთათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
დაჯილდოვდნენ ის სტუდენტები რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშირისო ცენტრის პროექტიში "NATO-ს წარმატებული ისტორია" .
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს და საქართველოს სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს. პროექტი დაფინანსებულია NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ვაჟა ვარდიძემ.
აღნიშნული პროექტი გაზაფხულზეც ქტიურად გაგრძელდება საბაუნის სტუდენტებისთვის.