ბიზნესი (ბაკალავრი)

  • სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
  • კოდი ცნობარში: 0880107
  • სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
  • სწავლების ენა: ქართული
  • წლიური საფასური: 2250 ლარი
  • მისაღები ადგილების რაოდენობა: 80
  • პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო: ისტორია ან მათემატიკა.
  • პროგრამის ხელმძღვანელი: თამთა მიქაბერიძე 

მოემზადე ბიზნესის მართვისთვის!
ბიზნეს ადმინისტრების საბაკალავრო პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით კარიერული ზრდის შესაძლებლობას ქმნის. პროგრამის მიზანია  ლიდერული უნარჩვევების მქონე მენეჯერების მომზადება, რომელიც კონკურენტუნარიანი და  მოთხოვნადია მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე. ამას პროგრამა ახორციელებს  ბიზნესის და მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საუკეთესოდ შერწყმით, რაც უვითარებს სტუდენტებს ზოგად კომპეტენციებს, პრაქტიკულ და მომავლის  უნარებს. საბოლოოდ კი იძლევა გარანტირებულად დასაქმების და მმართველობითი საქმიანობის განხორცილების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში. 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა