ბიზნესის ადმინისტრირება (მაგისტრატურა)

სპეციალობა: ბიზნესი ადმინისტრირება 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (124 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული 
წლიური გადასახადი: 2250 ლარი

პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო პაპაჩაშვილი

საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გაზიარებით შექმნილი მაღალი სტანდარტის პროგრამაა!

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის,

  • ვინც საქმიან კარიერაზე ორიენტირებული პიროვნებაა;
  • ვისაც სურს გაიუმჯობესოს საკუთარი კეთილდღეობა, ხელი შეუწყოს სხვისი კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც და სასიკეთოდ შეცვალოს გარემო;
  • ვინც მოტივირებულია, საჭიროების შემთხვევაში გასწიოს გონივრული რისკი და თავისუფლად ორიენტირდეს მუდმივად ცვალებად გარემოში;
  • ვისაც სურს  დაეუფლოს ეროვნულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მოთხოვნად კონკურენტუნარიან ბიზნეს-განათლებას;
  • ვინც მზადაა აღიჭურვოს პრაქტიკული კომპეტენციებით;
  • ვინც გახსნილია იმისათვის, რომ  გაიღრმაოს და განივითაროს სამეწარმეო უნარ-ჩვევები;
  • ვისაც სურს არ ჩამორჩეს თანამედროვე ციფრულ ტრანსფორმაციებს, გაიზიაროს და გაიაზროს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიღწევები და თანამედროვე შესაძლებლობები;
  • ვინც ფიქრობს ისარგებლოს საკუთარი კომუნიკაციის ქსელის გაფართოებით და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო შეთავაზებებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ (იხ. პარტნიორი უნივერსიტეტები) და
  • ვისაც სურს ისეთი გამჭოლი კომპეტენციების შეძენა, რომელიც ქმედითია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში კარიერული წინსვლისთვის.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა