Erasmus + ის შესახებ

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრენინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

უმაღლესი განათლების მიმართულებით, Erasmus+ აერთიანებს სამ ძირითად პროგრამას: Erasmus+ KA107 -  საერთაშორისო კრედიტმობილობა; Erasmus+ KA2 - ინსტიტუციური განვითარების პროექტები, Jean Monet  - ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია.

საბაუნი Erasmus+ პროგრამაში 2014-2015 სასწავლო წლიდანაა ჩართული.