ღია კარის დღეები

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გთავაზობთ სპეციალურ აქციას "1 დღე საბაუნიში", რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებს შეგიძლიათ:

  • დაესწროთ ლექციებს თავისუფალი მსმენელის სახით,
  • ადგილზე გაეცნოთ ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტის დეკანს, პროგრამის ხელმძღვანელს, საუნივერსიტეტო კამპუსს
  • და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ყველა კითხვაზე.

მონაწილეობისთვის მოგვწერეთ სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და შეავსეთ აპლიკაცია. 

გელით ნებისმიერ სამუშაო დღეს!