ორბელიანი
ჟურნალი „ორბელიანი“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აკადემიური ჟურნალია, რომელიც 2019 წლიდან წელიწადში ორჯერ გამოიცემა. იგი ინტერდისციპლინური პერიოდული გამოცემაა და მოიცავს სტატიებს შემდეგი მიმართულებით:
- თეოლოგია და რელიგიის კვლევები
- სამართალი
- ბიზნესი, ტურიზმი და ეკონომიკა
- სოციალური მეცნიერებები
ჟურნალში ქვეყნდება როგორც ორიგინალური სტატიები, ისე თარგმანები ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური და ბერძნული ენებიდან. გამოქვეყნების უფლება აქვთ დოქტორებსა და დოქტორანტებს.
ჟურნალში მიღებული სტატიები გადის ორმაგი ფარული რეცენზირების პროცესს და საბოლოოდ, სარედაქციო კოლეგიის თანხმობით, ქვეყნდება ჟურნალის მორიგ ნომერში.
- საკონტაქტო ინფორმაცია: orbelianijournal@sabauni.edu.ge