პოლიტიკის მეცნიერება (ბაკალავრი)

სპეციალობა: პოლიტიკის მეცნიერება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავარი

კოდი ცნობარში: 0880107

სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)

სწავლების ენა: ქართული

წლიური გადასახადი: 2250 ლარი

მისაღები ადგილების რაოდენობა: 30

პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ისტორია ან მათემატიკა.

სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით

პროგრამის ხელმძღვანელი: ეკა დარბაიძე

სტატუსი: აკრედიტებული

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
(A) ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის მქონე პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტების, საჯარო მოხელეებისა და სხვა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე კადრების მომზადებას:
(B) კურსდამთავრებულმა შეძლოს პოლიტიკური ინსტიტუტების მახასიათებლების, პოლიტიკური აქტორებისა და მათი ქცევის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, გაანალიზება და შეფასება;
(C) კურსდამთავრებულები აღჭურვოს პოლიტიკური საქმიანობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ინსტრუმენტებით, რაც დაეხმარება მათ იკვლიონ, შეიმუშაონ და მართონ პოლიტიკური პროცესები სხვადასხვა სამთავრობო და ადმინისტრაციულ ორგანოში;
(D) კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს პოლიტიკის მეცნიერების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები, პოლიტიკური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა