პროექტები

ბიზნეს ქეისების კონკურსი

ბიზნეს ქეისების კონკურსი - Business Solution წარმოადგენს რეალურ სიტუაციებზე  მორგებულ გუნდურ თამაშს, რომლის ძირითადი მიზანია:

  • ახალგაზრდებში კომპანიის ოპერაციული და მართვის თანამედროვე გამოცდილების გაზიარება;
  • კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გუნდური მუშაობის  უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებისა და პრობლემური სიტუაციებიდან გამოსავლის ძიებაში გამოცდილების მიღება.

კონკურსი ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტზე ტარდება 2017 წლიდან  ყოველ სემესტრულად. მასში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

გამარჯვებულ გუნდები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და გადაეცემათ  სერთიფიკატები.

სტუდენტური კონფერენცია

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით 2017 წლიდან იმართება ყოველსემესტრული  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ეკონომიკის. ბიზნესის, ტურიზმის საკითხებზე. კონფერენციის მიზანია სტუდენტებში კვლევთი უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათი სამეცნიერო მუშაობით დაინტერესება.

2019 წლიდან კონფერენცია უნივერსიტეტთაშორისია და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნვევერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

საუკეთესო ნაშრომები იბეჭდება და გამოიცემა სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომების კრებულის სახით. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

სტუდენტური პროექტი - გაარეკლამე

სტუდენტური მარკეტინგული პროექტი ,,გაარეკლამე“ ახალგაზრდებში მარკეტინგული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების დახვეწას ისახავს მიზნად.  სტუდენტები ასრულებენ მარკეტინგულ დავალებებსა და იმუშავებენ მარკეტინგულ კამპანიებს.

 გამარჯვებულ გუნდები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და გადაეცემათ  სერთიფიკატები.

სასწავლო ვიზიტები  კომპანიებში

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ყოველ თვეში ესტუმრონ ქართულ საწარმოებსა თუ მომსახურების სფეროს კომპანიებს. სტუდენტები ადგილზე აკვირდებიან ბიზნეს პროცესებს და იღებენ დეტალურ ინფორმაციას  მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. 

პანელური დისკუსია

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტზე ყოველსემესტრულად  იმართება  პანელური დისკუსია ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტის, ტურიზმის აქტუალურ საკითხებზე. მასში მონაწილეობას იღებენ კერძო კომპანიების წარმომადგენლები და სტუდენტები.  ამ ფორმატში სტუდენტები იღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე კონკრეტული საკითხის შესახებ.

საჯარო ლექციები

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი წარმოადგენს სივრცეს საჯარო ლექციებისთვის, სადაც მოწვეული ქართველი თუ უცხოელი ექპერტები, კომპანიების წარმომადგენლები  უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას საბაუნის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

 ტრეინინგები

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობითა და მონაწილეობით ორგანიზებას უწევს ტრენინგებს. თემატიკა ირჩევა სტუდენტთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.