საჭირო დოკუმენტები

Erasmus+ ICM შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • აკადემიური მოსწრების ბარათი;
  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში)
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე; 
  • CV Euro pass ფორმატში;
  • რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/პროფესორისაგან.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას სტუდენტი მის სახელზე გახსნილი უნივერსიტეტის სტუდენტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge

შენიშვნა: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.