სამართალი (მაგისტრატურა)

პროგრამის სახელწოდება : სამართალი
სწავლების ენა:  ქართული
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის მაგისტრი
პროგრამის ხელმძღვანელი: დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
სწავლის ხანგძლივობა:  2 წელი (120 კრედიტი)
სწავლის საფასური: 2500 ლარი

პროგრამის მიზნები:

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა:

  • კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში;
  • ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:

  • საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნების, აგრეთვე ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
  • სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  • სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე, საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
  • სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი;
  • დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის უნარი;
  • სამართლებრივ-ეთიკური ღირებულებების კონტექსტუალური ანალიზის უნარი
  • თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების უნარი.

სამართლის სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა ექსკლუზიური და პრაქტიკული სასწავლო კურსების სიმრავლით:

  • სადაზღვევო სამართალი: სადაზღვევო ხელშეკრულებათა შედგენის მეთოდიკა
  • საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართალი
  • საერთაშორისო სავაჭრო სამართალი
  • შედარებითი საარბიტრაჟო სამართალი და მედიაცია
  • სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
  • ევროპული სისხლის სამართალი და ქართული სისხლის სამართლის ევროპეიზაცია
  • ჯანმრთელობის დაცვის სამართალი
  • გარემოს დაცვის სამართალი
  • კრიპტოვალუტის სამართალი
  • სოციალური მედიის სამართალი
  • დანაშაული და მედია
  • პრივატიზაციის სამართალი

ზოგიერთი საგანი არის სამკრედიტიანი და ნახევარ სემესტრში მთავრდება. ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს სემესტრის განმავლობაში ბევრი ისეთი საგანი გაიარონ, რაც აინტერესებთ და პრაქტიკაში გამოადგებათ.

ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით პროგრამაში ჩართულია ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები. ზოგიერთი მათგანის განმახორციელებელი უცხოელი პროფესორია.

  • საერთაშორისო კონკურენციის სამართალი (ინგლისურ ენაზე)
  • ევროპის კერძო სამართალი (ინგლისურ ენაზე)
  • საერთაშორისო კერძო სამართალი და საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი (ინგლისურ ენაზე)
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი: თეორია და პრაქტიკა (ინგლისურ ენაზე)
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპები (ინგლისურ ენაზე)

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კვლევის კომპონენტი - სამაგისტრო ნაშრომი.

ფაკულტეტი აქვეყნებს საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომებს. ამით ხელს უწყობს სტუდენტთა სამეცნიერო კვლევებში ჩაბმას, სამეცნიერო მუშაობის წახალისებას და  სამომავლოდ კვალიფიციური პედაგოგების მომზადებას.

სამართლის სამაგისტრო პროგრამა