შერჩევა

სტუდენტებს შეარჩევს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესარჩევი კომისია რომლის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან: პრორექტორი (თავმჯდომარე) ფაკულტეტის დეკანები (წევრები), კონკურსში გამოცხადებული მიმართულებების პროფესორები (წევრები), სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი, გაცვლითი პროგრამით მოსარგებლე ერთი სტუდენტი (წევრი) და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი (მდივანი).

შესარჩევი კომისია სტუდენტებთან ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე აფასებს მათ შემდეგი კრიტერიუმებით: 

  • აკადემიური მოსწრება (30% -100);
  • უცხო ენის ცოდნა (40% - 100);
  • მოტივაცია (30% -100).

მოტივაციის შესაფასებლად ყურადღება ექცევა შემდეგ გარემოებებს: რამდენად იცნობს სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტს/პროგრამებს, რამდენად ცხადად აქვს გაცნობიერებული სტუდენტს ამ პროგრამის მნიშვნელობა მის პროფესიულ კარიერაში.

შენიშვნა: პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დადგინდეს შეფასების განსხვავებული კრიტერიუმები. 

თანაბარი საკონკურსო ქულების /შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს რომელსაც არასოდეს მიუღია სასწავლო გრანტი უცხოეთში სასწავლებლად. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მასპინძელი უნივერსიტეტი