სტუდენტურ საქმეთა სამსახური

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისთვის მთავარი პრიორიტეტია სტუდენტი და შესაბამისად, მათზე მორგებული გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიდგომიდან და საჭიროებიდან  გამომდინარე, უკვე რამდენიმე წელია, უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტურ საქმეთა სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევას და მათ მხარდაჭერას დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში. ასევე, ახორციელებს გასართობ და შემეცნებით აქტივობებს, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტში საერთო მეგობრული გარემოს შექმნას. 

  • უნივერსიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური და ჯგუფური კარიერული კონსულტაციები, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისთვის თანამშრომლობის კოორდინირება და განვითარება სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორთან; დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა და აქტიურ ვაკანსიათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება რეგულარულად უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. 
  • უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს შრომის ბაზარზე მოქმედ უმსხვილეს კომპანიებთან სხვადასხვა მიმართულებით. უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს HR ფორუმს, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს წამყვანი კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მოქმედებს სასტიპენდიო პროგრამა, რომლის მოპოვებაც ითვალისწინებს არა მხოლოდ აკადემიური მოსწრების მაღალ მაჩვენებელს, არამედ სტუდენტთა ჩართულობას სხვადასხვა სახის კურუკულუმს გარე აქტივობაში. სტიპენდიის გაცემის მიზანია სტუდენტთა წახალისება, მოტივაციის ამაღლება და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა. 
  • სტუდენტურ საქმეთა სამსახური ახორციელებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის აქტიური ვაკანსიების მიწოდებას კვირაში ორჯერ, ამ სერვისის ფარგლებში ისინი რეგულარულად იღებენ განახლებულ ინფორმაციას ბაზარზე არსებული ვაკანსიებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ.
  • უნივერსიტეტში მოქმედებს უცხოელი სტუდენტების დახვედრის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ისინი ეცნობიან უნივერსიტეტის სტრუქტურას, ხვდებიან სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, ეცნობიან შენობის განლაგებას და ხვდებიან სტუდენტებს. 
  • უნივერსიტეტის მიზანია ყველა აქტივობა დაგეგმოს იმ პრობლემების, საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც აქვთ საბაუნის სტუდენტებს. ამ მიზნით, უნივერსიტეტში რეგულარულად ტარდება კვლევა სტუდენტების კარიერული განვითარების მიმართულებით და ამ შედეგების გათვალისწინებით ხდება  მიზნების დასახვა  და სამოქმედო გეგმის შედგენა. გარდა ამისა, უნივერსიტეტში, ყოველი წლის ბოლოს ტარდება კურსდამთავრებულთა კმაყოფილების კვლევა, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესახებ, რომელშიც ისინი აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს საგანმანათლებლო პროგრამებთან, სწავლების ხარისხთან, უნივერსიტეტთან და მიწოდებულ სერვისებთან მიმართებაში.

სამსახურის უფროსი - ერეკლე ჯაშიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 10:00-19:00 სთ;
  • ტელ.: +995 32 242 22 42/118
  • ელ.ფოსტა: e.jashiashvili@sabauni.edu.ge  
  • ოთახი: 106