22დეკ,2019
სემინარი ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ
21 დეკემბერს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით განვითარების სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ჩატარდა: ერიკ რეინერტი - ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ.
სემინარს უძღვებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ჟორჟოლიანი და ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი
სემინარი იმართება ინსტიტუტის განვითარების სემინარების ციკლის ფარგლებში.