14დეკ,2020
მე-3 ყოველწლიური კონფერენცია - „რელიგია და ადამიანის უფლებები“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის სამართლის და თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტების ორგანიზებით 10 დეკემბერს გაიმართა მე-3 ყოველწლიური კონფერენცია - „რელიგია და ადამიანის უფლებები“.
ღონისძიება ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ადამიანის უფლებათა დღეს მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამართლის, პოლიტიკის, თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების წარმომადგენლები: მიხეილ ანთაძე, ნათია მამუკაშვილი, დიმიტრი გეგენავა, ვაჟა ვარდიძე, ნუგზარ ბარდაველიძე, გოჩა ბაროვნი, გურამ ლურსმანაშვილი და ირაკლი ჯავახიშვილი.