18იან,2021
თანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის ახალგაზრდა მედიატორთა ჰაბთან
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტსა და კავკასიის ახალგაზრდა მედიატორთა ჰაბს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კავკასიის ახალგაზრდა მედიატორთა ჰაბი არის ადგილი, სადაც მედიაციით დაინტერებული სტუდენტები არიან გაერთიანებული. მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰაბი და უნივერსიტეტი ერთად იმუშავებენ მედიაციის ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის. მემორანდუმის მიზანია, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება.