განვითარების კვლევების ჟურნალი
„განვითარების კვლევების ჟურნალი“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის განვითარების კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც ჟურნალ „პოსტსაბჭოთა კვლევების საფუძველზე“ ჩამოყალიბდა.
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ. მას ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია. მთავარი რედაქტორია საბაუნის აფილირებული პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი.
ჟურნალში შესაძლებელია განვითარების კვლევების ინტერდისციპლინური სფეროს სტატიების გამოქვეყნება. თემატიკა მკაცრად შეზღუდული არაა, აუცილებელია იგი ჯდებოდეს განვითარების კვლევების ზოგად მიმართულებაში.
სტატიების მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ. მოქმედებს ორმაგი ფარული რეცენზირების პროცედურა, რის შემდეგაც სარედაქციო კოლეგიის თანხმობის შემთხვევაში, სტატია ქვეყნდება ჟურნალის შესაბამის ნომერში.
- საკონტაქტო ინფორმაცია: idsjournal@sabauni.edu.ge