ინსტიტუტის შესახებ
თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია, რომელიც შეიქმნა 2019 წლის 19 აგვისტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით. ინსტიტუტში გაწევრიანებულნი არიან თეოლოგიისა და ფილოსოფიის დარგის წამყვანი მკვლევარები და სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები (მათ შორის ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დოქტორები და მაგისტრანტები) .
ინსტიტუტი, თავისი მასშტაბით, საქართველოს დიდი კვლევითი გაერთიანებაა თეოლოგიისა და ფილოსოფიის დარგში და ორიენტირებულია ამ სფეროებში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის განვითარებაზე. ინსტიტუტს გამოცემული აქვს 6 წიგნი და თარგმანი თეოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.
თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი, კვლევითი საქმიანობისა და კონკრეტული მიმართულებების განვითარების მიზნით თანამშრომლობს გრიგოლ პალამას საერთაშორისო ინსტიტუტთან.
სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა კვლევით ღონისძიებებთან ერთად, თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, წელიწადში ორჯერ საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო პანელი და დისკუსია ეწყობა.
- ინსტიტუტის დირექტორი გურამ ლურსმანაშვილი;
- დირექტორის მოადგილე გოჩა ბარნოვი;
- ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეა ზახარიუ.