27ნოე,2023
საჯარო ლექცია თემაზე ,,ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი“
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3
დასაწყისი:13:00
27 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უმასპინძლებს რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე ,,ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი.“
ლექციაზე ყურადღება დაეთმობა ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ დაძაბულობას, ისტორიულ კონტექსტს და განვითარებული მოვლენების ანალიზს ღაზას სექტორში.
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მარი ელიაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
შეხვედრის დრო: 27 ნოემბერი, 13:00 საათი.
მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. მე-4 სართული (სტუდენტური სივრცე) კალისტრატე ქუთათელაძის #3.
საჯარო ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
დასწრება თავისუფალია!