24აპრ,2024
სალონური შეხვედრა - "1942 წლის შეთქმულება და სამანელების უცნობი ამბავი"
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (ბიბლიოთეკა #301)
დასაწყისი:19:00
24 აპრილს, 19:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახლადშექმნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კლუბის, „იაკამის“ ორგანიზებით, საბაუნიში, მწერალთან და მეცნიერთან, როსტომ ჩხეიძესთან სალონური შეხვედრა გაიმართება.
თემა: 1942 წლის შეთქმულება და სამანელების უცნობი ამბავი.
1941 წელს, საქართველოში შეიქმნა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაცია – “სამანი”, რომელიც საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლ ახალგაზრდებს აერთიანებდა. მათი მიზანი იყო აჯანყების გზით არსებული რეჟიმის დამხობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
როსტომ ჩხეიძე საკუთარ წიგნში, „სამანელები 61 ამბავი“, სწორედ სამანელების უცნობ ისტორიებს მოგვითხრობს.
მოხარული ვართ, რომ სალონური შეხვედრის დაწყებამდე შესაძლებლობა გვექნება, კლუბ „იაკამის“ კონცეფცია გაგაცნოთ და პირველ სალონურ შეხვედრაზე გამორჩეულ სტუმართან ერთად გიმასპინძლოთ.