პროგრამები

პროგრამის სახელწოდება: მედიცინა (აკრედიტაციის პროცესშია)
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი/MD
საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა: 6 წელი
პროგრამის მოცულობა კრედიტები: 360 ECTS კრედიტი
მისაღები სტუდენტების რაოდენობა (ყოველწლიური): 60
პროგრამის ხელმძღვანელი: ჯილდა ჭეიშვილი.MD.PhD. პროფესორი.AFAMEE

პროგრამის მიზნებია:
1. საბაზისო ბიოსამედიცინო, ქცევით, კლინიკურ და სოციალურ მეცნიერებებში უახლესი და სიღრმისეული ცოდნის მიღწევა;
2. სწავლების შესაბამისი საფეხურისათვის სამედიცინო და სოციალურ მეცნიერებაში კლინიკური და კვლევითი უნარების გამომუშავება, სიახლეების დამოუკიდებლად მოპოვება, კრიტიკული ანალიზი და მართებულად გამოყენება კლინიკური პრობლემების გადასაწყვეტად;
3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობა პოპულაციასა და პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური ზრუნვით, პროფესიულ და ეთიკურ ღირებულებების გათვალისწინებით;
4. უწყვეტი სწავლისა და განვითარებისათვის მზადყოფნა სამომავლო პროფესიული ზრდის მიზნით.

დასაქმების სფერო
კანონმდებლობის თანახმად მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. იმუშაოს უმცროს ექიმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით (საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5).
2. განახორციელოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ მოითხოვს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.

პროგრამა 

 

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა