ჯგუფური მუშაობისთვის სამუშაო სივრცის დაჯავშნის ინსტრუქცია
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტებს ჯგუფური მეცადინეობის მიზნით შესაძლებლობა აქვთ დაჯავშნონ სამუშაო სივრცე.
- სამუშაო სივრცის დაჯავშნა სტუდენტებს შეუძლიათ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში.
- ბიბლიოთეკაში სტუდენტებს შეუძლიათ დაჯავშნონ, დავით ბატონიშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი (209 აუდიტორია).
- ბიბლიოთეკის დაჯავშნა შესაძლებელია წინასწარ მინიმუმ ერთი დღით ადრე უნივერსიტეტის დომეინის მქონე ელ. ფოსტაზე (library@sabauni.edu.ge) აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
- ბიბლიოთეკის დაჯავშნა შესაძლებელია ერთ ჯგუფზე, სადაც წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6 სტუდენტს და შესაძლებელია დაიჯავშნოს არაუმეტეს 3 საათისა.
- ჯავშნის გაუქმების მიზნით სტუდენტებმა ბიბლიოთეკას უნდა მიმართონ იგივე პროცედურის დაცვით. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები დაჯავშნიან სამუშაო სივრცეს, არ დაიკავებენ მას და ბიბლიოთეკას არ შეატყობინებენ ჯავშნის გაუქმების თაობაზე, ჯავშანი ავტომატურად გაუქმდება და სივრცე გამოთავისუფლდება სხვა სტუდენტებისთვის.
- ბიბლიოთეკაში ადგილის არარსებობის შემთხვევაში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს და დაჯავშნონ იმ დროისათვის არსებული ნებისმიერი თავისუფალი სასწავლო აუდიტორია. შესაბამისი თავისუფალი დროის გათვალისწინებით.
- თავისუფალი სასწავლო აუდიტორიის დაჯავშნა სტუდენტებს შეუძლიათ ადგილზე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტთან.