ინგლისური ფილოლოგია (ბაკალავრიატი)

სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ინგლისურ ფილოლოგიაში
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით
წლიური გადასახადი: 2 750 ლარი 
მისაღები ადგილების რაოდენობა: 50
პროგრამის ხელმძღვანელი: შორენა გოგიაშვილი, სოფიო მორალიშვილი.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  •  შეძინოს ინგლისური ფილოლოგიის სფეროს, მათ შორის ინგლისური ენის სტრუქტურისა და კომპოზიციის, ბრიტანული და ამერიკული კულტურის და ლიტერატურის საკითხების, ფართო ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარი; 
  • განუვითაროს სხვადასხვა მიზნისა და აუდიტორიისათვის ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ფორმით თავისუფალი კომუნიკაციის განხორციელების უნარი საერთაშორისო და მრავალფეროვანი პროფესიული გარემოს მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • განუვითაროს მეორე უცხოურ ენაზე (გერმანულ/ფრანგულ/რუსულ) კომუნიკაციის განხორციელების უნარი;
  • განუვითაროს პროფესიულ, ლინგვისტურ თუ ლიტერატურულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებისა და კრიტიკულად ანალიზის უნარი;
  • უზრუნველყოს სტუდენტები ფილოლოგიური კვლევისათვის საჭირო მეთოდების ცოდნით პრაქტიკული გამოყენებისთვის;
  • ჩამოუყალიბოს ინგლისური ფილოლოგიის სფეროში პროფესიული საქმიანობისას ეთიკის პრინციპების დაცვის, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის, ცოდნის მუდმივი განახლების, კომპეტენციების სრულყოფისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო პასუხისმგებლობა.

 

დასაქმების სფერო:

ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

  • სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • ენების ცენტრში;
  • კულტურისა და საგამომცემლო დაწესებულებებში;
  • თარჯიმანთა ბიუროში;
  • მედია ორგანიზაციებში;
  • ტურისტულ ორგანიზაციებში;
  • მუზეუმებში, არქივში, ბიბლიოთეკაში, საელჩოში და სხვ.


ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა