საბაუნის კლუბები
- საბაუნის თანასწორობის კლუბი
საბაუნის თანასწორობის კლუბის მიზანია თანასწორობის კულტურის გაძლიერება სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების გზით, სტერეოტიპების შემცირება და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბება.
კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:
- ტრენინგები;
- საჯარო ლექციები;
- დისკუსიები
პრეზიდენტი ანასტასია სტეფანიდი
2. სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტის „სერ უინსტონ ჩერჩილის სახელობის პოლიტიკის და დიპლომატიის კლუბი”
კლუბის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის გაძლიერებას.
კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:
- პანელური დისკუსიები;
- საჯარო დებატები;
- კინოჩვენებები;
- სიმულაციური მოდელირებები
პრეზიდენტი გიორგი გოგშელიძე g.gogshelidze25@sabauni.edu.ge
3. სამართლის კლუბი ,,სიბრძნე სიცრუისა”
კლუბის მიზანია სამართლის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, როლის გაძლიერება და მისი პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა, სტუდენტური ავტონომიის მხარდაჭერა და ისეთი იურისტების ჩამოყალიბება, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, ეთიკური პასუხისმგებლობითა და კრიტიკული აზროვნებით.
კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:
- იმიტირებული პროცესები;
- საჯარო ლექციები;
- თემატური კინოჩვენებები;
- დისკუსიები
ხელმძღვანელები: ლუკა თეთრაძე, ანა კობახიძე, მარიამ აროშიძე, ალეკო ბერიძე, შორენა ჭანტურია, საბა გიქოშვილი, ქეთი საბაშვილი. საკონტაქტო ინფორმაცია: sibrdznesitsruisa@gmail.com
4. მერაბ მამარდაშვილის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის კლუბი
კლუბის მიზანია ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ინტელექტუალური და მხარდამჭერი სივრცის შექმნა, სადაც ხელი შეეწყობა ცოდნისა და იდეების გაზიარებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გააზრებას.
კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:
- საჯარო ლექციები;
- ვორქშოფები;
- დისკუსიები;
- დებატები
პრეზიდენტი ლაშა კუჭუხიძე lkutchukhidze@sabauni.edu.ge
5. ფოტოგრაფიის კლუბის „ფოკუსი“
კლუბის მიზანია ვიზუალური ხელოვნების პოპულარიზაცია, სტუდენტების კრიტიკული თვითგამოხატვის ხელშეწყობა და ფოტოგრაფიის ინტერესის გაღვივება
სტუდენტებში კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:
- ფოტო კონკურსები;
- პრაქტიკული გასვლითი გადაღებები;
- ვებინარები;
- გამოფენები
პრეზიდენტი ანი ქადაგიშვილი a.kadagishvili24@sabauni.edu.ge
6. ლიტერატურული კლუბი ,,ლითერა“
კლუბის მიზანია ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება და სტუდენტებში შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობა.
კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:
- წიგნის განხილვები;
- ლიტერატურული დისკუსიები;
- ავტორებთან შეხვედრები;
- პოეზიის საღამოები
პრეზიდენტი ანი ბაკურაძე a.bakuradze24@sabauni.edu.ge
7. საბაუნის თეოლოგთა კლუბი
პრეზიდენტი - ზაქარია ზაქროშვილი zzakroshvili23@sabauni.edu.ge