მიღება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გილოცავთ ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას! 

ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სარეგისტრაციო განცხადება/სპეციალური ფორმა (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს), სარეგისტრაციო განცხადება არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში შეივსება მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის) ასლი დედნის წარმოდგენის პირობით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში-პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • 1 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3×4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი დედნის წარმოდგენის პირობით;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედნის წარმოდგენის პირობით (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
  • შევსებული სპეციალური ანკეტა (აბიტურიენტებს შეუძლიათ მიიღონ ანკეტის ფორმა უნივერსიტეტში);
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ სტუდენტი ისწავლის სრული/ნაწილობრივი თვითდაფინანსებით);
  • განათლების მომსახურების ხელმოწერილი ხელშეკრულება (ხელშეკრულების შაბლონს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი).

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • საბუთების მიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით განხორციელდება (9:00 - 18:00)
  • შესვენება -  13:00 საათიდან - 14:00 საათამდე.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია განხორციელდება ადგილზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, კალისტრატე ქუთათელაძის N3

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა