პროექტის შესახებ

„ორბელიანის  აკადემია“ 2017 წლიდან დღემდე აქტიურად გეგმავს და ახორციელებს: ღონისძიებებს, კონკურსებს, ჩემპიონატებს, მასტერკლასებს და ტრენინგებს დამამთავრელებელი სკოლის მოსწავლეებისთვის.
ეს არის სივრცე, რომელიც  სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს სრულიად უფასოდ განავითარონ ის  უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია სკოლის შემდგომი საფეხურისთვის და მიიღონ საინტერესო ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • პროფესიული ორიენტაცია;
  • საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა და გაცვლითი პროგრამები;
  • პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარები; აუდიტორიის მართვა; კომუნიკაციის ტექნიკები;
  • პროექტის წერა / მართვა;
  • საგამოცდო სტრესის მართვა;
  • და სხვა.


„ორბელიანის  აკადემია“ უკვე ესტუმრა საქართველოს მასშტაბით 13 რეგიონს. ტრენინგები და მასტერკლასები ჩაუტარდა 2000-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს. 
მასტერკლასებს ატარებენ დარგში წამყვანი სპეციალისტები, პროფესორები და უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები. 

რას მიიღებთ ორბელიანის აკადემიაში?

  • თეორიულ ცოდნას;
  • პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • გაიგებთ მეტს კონკრეტული პროფესიის შესახებ;
  • შეხვდები კონკრეტულ სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს;
  • შეიძენთ უამრავ ახალ მეგობარს.
     

პროექტის მენეჯერი - თეონა ხურცილავა

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 10:00 - 19:00 სთ

  • ტელ.: +995 32 242 22 42 ;  +995 598641556

  • ელ.ფოსტა: t.khurtsilava@sabauni.edu.ge

  • ოთახი: 402

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა