მონაწილეობის პირობები

გაცვლითი მობილობა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გულისხმობს უცხოეთის უნივერსიტეტებში მოკლევადიან ვიზიტს, რომლის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 დღიდან 30 დღემდე.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლია სულხან-საბა ორბელიანის  უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელიც აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში, ფლობს უცხო ენას და შეუძლია უცხო ენაზე ლექციის წარმართვა.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც უნივერსიტეტში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, ფლობს უცხო ენას საკომუნიკაციო დონეზე.

კონკურსში მონაწილეობის პროცედურები განისაზღვრება შემდეგ ეტაპებად:

  • რეგისტრაცია (საბუთების გადაგზავნა საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერთან);
  • უცხო ენის ტესტი (მათთვის, ვისაც არ გააჩნია საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა);
  • შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება;
  • პირველადი შედეგების (ნომინირება) გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტთან და მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება;
  • მობილობის ხელშეკრულების დადება აპლიკანტსა და მიმღებ უნივერსიტეტს  (ფაკულტეტი ან დეპარტამენტი, სადაც ხორციელდება მობილობა) შორის;
  • საბოლოო დოკუმენტაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში;

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა