სამეცნიერო ბაზის შესახებ
სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უმსხვილესი ელექტრონული სამეცნიერო ბაზით Elsevier.
Elsevier - მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტრონული სამეცნიერო ბაზა. როგორც გამომცემლობა 1880 წელს დაარსდა და წარმოადგენს RELX Group-ის ნაწილს, რომელიც თავისთავად არის 40 ქვეყანაში არსებული სამეცნიერო საგამომცემლო კომპანიების კორპორატიული ჯგუფი. აღნიშნული ელექტრონული ბიბლიოთეკა 5 მილიონ ჩანაწერს მოიცავს. მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც.
Elsevier - ის პაკეტის მონაცემთა ბაზები:
- Science Direct
- Scopus
- Scival Funding(Funding Institutional) – Funding Institutional
ბაზების სარგებლობისას გაიარეთ რეგისტრაცია უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტით.