სტიპენდიები

გაცემის წესი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტების სწავლის, ასევე მათი მხრიდან სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის წახალისების მიზნით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, გასცემს სტიპენდიებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებზე.

სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები: 

აკადემიური მოსწრება - 65 ქულა 

აკადემიური მოსწრების კომპონენტი იყოფა ორ ნაწილად: 

  • ინგლისური ენა - 35 ქულა;

  • სხვა სასწავლო კურსები - 30 ქულა.

აქტივობა - 35 ქულა

აქტივობად, სტიპენდიის გაცემის მიზნებისთვის, ითვლება

  • ფაკულტეტის ინიციატივით სხვადასხვა ღონისძიებში (როგორიცაა საჯარო ლექცია, კონფერენცია, ტრენინგი, სემინარი, ოლიმპიადა და სხვა დაგეგმვა-განხორციელებაში) მონაწილეობა;

  • სტატიის გამოქვეყნება;

  • უნივერსიტეტის PR აქტივობებში მონაწილეობა;

  • სკოლებთან, დამსაქმებლებთან და სხვა დაწესებულებებთან კავშირების დამყარება;

  • და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობს საბაუნის სტუდენტი.

სტიპენდიის გაცემა წარმოადგენს უნივერსიტეტის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

უფრო ვრცლად სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით ნახეთ სტიპენდიის გაცემის წესი

 

სტიპენდიები

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მოქმედებს რამდენიმე სახის სტიპენდია:

  • სულხან-საბა ორბელიანის სახელობითი სტიპენდია

სტიპენდიას იღებს ფაკულტეტზე თითო, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი. 

  • ფაკულტეტის სტიპენდია

სტიპენდია გაიცემა რეიტინგული სიის მიხედვით სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის შემდეგ ადგილებზე მყოფ სტუდენტებზე (გარდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა).

  • ბაზის ბანკის სტიპენდია

ექსკლუზიურად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2014-2015 სასწავლო წლიდან გაიცემა ბაზის ბანკის სახელობის სტიპენდია, რომელსაც იღებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი (რეიტინგული სიიდან).

  • მიხეილ თამარაშვილის სახელობის სტიპენდია

მიხეილ თამარაშვილის სახელობის სტიპენდია არის თეოლოგიის ფაკულტეტის ექსკლუზიური სტიპენდია. სტიპენდიას იღებს ფაკულტეტის რეიტინგში მეორე სტუდენტი.  

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა