ბიზნესის ადმინისტრირება (ბაკალავრი)

  • სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
  • კოდი ცნობარში: 0880107
  • სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
  • სწავლების ენა: ქართული
  • წლიური საფასური: 2 750 ლარი
  • პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო: ისტორია ან მათემატიკა.
  • პროგრამის ხელმძღვანელი: თამთა მიქაბერიძე 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

  •  ევროპული ღირებულებების მქონე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის მენეჯმენტში მომზადება, რომელიც შეძლებს თეორიული ცოდნის საფუძველზე კრიტიკულად გაიაზროს ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტის, ფინანსების და მარკეტინგის კომპლექსური საკითხები;
  •  კურსდამთავრებულმა შეძლოს სხვადასხვა დისციპლინათა ურთიერთდაკავშირების გზით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მულტიკულტურულ გარემოში სწორი და რაციონალური მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება;
  •  კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს სხვადასხვა სასწავლო კურსების კომპონენტების დაკავშირების გზით ბიზნესისა და მართვის სფეროში მიღებული ცოდნის საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბებისა და დაინტერესებულ მხარეებისთვის გაზიარების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  •  კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის და პირველადი კვლევის განხორციელების უნარი, ასევე კურსდამთავრებულებმა შეძლონ გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და ცოდნის სრულყოფა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე;
  •  კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს პროფესიულ-ეთიკური ღირებულებების ფორმირებისა და დაცვის უნარი.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა